404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საზღვრების ჩაკეტვიდან 21 სექტემბრამდე საქართველოდან აზერბაიჯანში 3 455 ადამიანის ევაკუირება მოხდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები 2020 წლის 14 მარტიდან ჩაიკეტა.

საზღვრები დღემდე ჩაკეტილია. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ რადიო „მარნეულისათვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 14 მარტიდან 21 სექტემბრამდე პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოდან 3 455 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
საელჩოს ინფორმაციის მიხედვით, 3 455 ევაკუირებული ადამიანიდან 1 534 აზერბაიჯანის მოქალაქე, 1 861 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 60 აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„ასევე პანდემიის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის გზით საქართველოს გავლით 406 მოქალაქის აზერბაიჯანში ევაკუირება მოვახდინეთ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბრძანების მიხედვით, საელჩოს მხრიდან ამ წლის 14 მარტიდან 21 სექტემბრამდე 3 861 ადამიანის სამშობლოში დაბრუნება განხორციელდა“ - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში

საელჩოში აღნიშნავენ, რომ მათი ინიციატივით, საქართველოში მომუშავე აზერბაიჯანული კომპანიების დაფინანსებით დღემდე 3 358 სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი, ხოლო 200 ოჯახს სამედიცინო საშუალებები დაურიგეს.

რადიო „მარნეული“

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია