დასვი კითხვები და გაიგე მეტი დისკრიმინაციის შესახებ - „საუბრები ადამიანის უფლებებზე“
ორშაბათს, 14 დეკემბერს,16:00 საათზე „საუბრები ადამიანის უფლებებზე“ განსხვავებული ფორმატით ბრუნდება.


  • გაინტერესებთ რა მექანიზმები არსებობს თქვენი უფლებების დასაცავად?
  • გაინტერესებთ რა სერვისები არსებობს დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის? ან უბრალოდ გსურთ მეტი გაიგოთ დისკრიმინაციის შესახებ. ამისათვის გეძლევათ შესაძლებლობა Facebook -ის პირდაპირ ეთერში გაიგოთ მეტი.
კითხვის დასმა შეგიძლიათ ანონიმური ფორმის მეშვეობითაც - 14 დეკემბრამდე https://bit.ly/3oALcYx

თქვენს კითხვებს უპასუხებენ:

მაკა ფერაძე -  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
სალომე შენგელია -  გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი;
ქეთი შუბაშვილი -  სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი
ქეთი ბახტაძე -  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), კოალიცია თანასწორობისთვის

საუბრები ტარდება ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები