პოლიციამ “ნიკორას” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 1999 წელს დაბადებული ი.ვ. რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელოაბა ედება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ “ნიკორასთან”, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

შსს-ის განცხადებით, დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები