სააკაშვილმა უკრაინას "გადამგდები სახელმწიფო" უწოდა
საერთაშორისო ინვესტორებში უკრაინას "გადამგდები სახელმწიფოს" რეპუტაცია აქვს, - ამის შესახებ ტელეარხ "უკრაინა 24-ის" ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნულის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულ მშპ-ში ინვესტიციებს 2%-ზე ნაკლები უჭირავს, აქედან ნამდვილი ინვესტიციები 0,2%-ზე ნაკლებია. სააკაშვილმა დააზუსტა, რომ ეს "რაღაც აბსტრაქტული" კი არ არის, არამედ ცოცხალი ფულია, რომლის წყალობით უკრაინელებისთვის სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ინვესტორების ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მათ "ბოლო ძაფამდე ატყავებენ". მან აღნიშნა, რომ "აქედან მთლიანი ვერც ერთი ინვესტორი გადის".

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები