ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს წევრებმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც უწყება წერს, გამოძების შედეგად ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი,“ – ნათქვია ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები