ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 28 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა ის საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ყელის არეში, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

"პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ბრალდებული დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ჩაიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", — აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე თქმით, მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ თანამესაკნეების გადმოცემით გუშინ, 31 მარტს პატიმარმა შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკა, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები