სიახლე
ლაგოდეხში კაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 5 აპრილს, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილი ლაგოდეხის კლინიკა “არქიმედეშია” გადაყვანილი, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის 117- ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია