404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
შვილმა მამა ცემით მოკლა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც მამის მგანზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახში კონფლიქტის დროს, მამას – 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში წყნეთში დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია