სიახლე
“თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი თითქმის 8 თეთრით გაუძვირდათ
“თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი 7.834 თეთრით გაუძვირათ. სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა 53.972 თეთრი/კუბ.მ შეადგინა დღგ-ს ჩათვლით.

ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ამ დროისთვის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით.

სემეკის ინფორმაციით, კომპანიამ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო. სემეკის სხდომის დაწყებამდე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს რომ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, რის გამოც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში “თბილისი ენერჯიმ” 25 მილიონი ლარი იზარალა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია