სოფელ ქოლაგირში წყლის არხში ცხედარი იპოვეს

19 დეკემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში (ქოლაგირში) ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

21 წლის ქალის ცხედარი ქოლაგირში გამავალ სარწყავი წყლის არხში იპოვეს.

ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ცურტავში ბოლნისის მერის წარმომადგენელმა ალი გურბანოვმა დაუდასტურა. მისი თქმით, ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

„შემთხვევა 19 დემეკბერს, 10 საათზე, მოხდა. მათ სახლთან ახლოს არხი გადის. ქალბატონი არხში იპოვეს. გაურკვეველია, თავი მოიკლა ან დავარდა და წყალში ჩავარდა, არ ვიცით. ეს არავინ იცის. რამდენიმე თევა რაც ოჯახი შექმნა. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ზრდილობიანი გოგო იყო. მისი ოჯახიც, მეუღლის ოჯახიც, ჩვენთვის ნაცნობია. ორივე კარგი ოჯახია. არანაირი ოჯახური კონფლიქტი არ მომხდარა. ადგილზე ეკსპერტ-კრიმინალისტები მოვიდნენ. ეკსპერტიზა ჩაატარეს“. - აცხადებს ალი გურბანოვი

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია