პურის საცხობში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

35 წლამდე კაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები