მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელ აბასთუმანში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, მამაკაცი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემლის დაზიანება მიიღო.

თავდაპირველად დაშავებული ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო შემდგომ რეანიმობილით თბილისში.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები