რუსთავში მე-7 სართულიდან ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში უბედურ შემთხვევას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიჭი ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები