მცირე გრანტების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივების მხარდასაჭერად. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკუთარ რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის, ასევე მიმდინარე საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3CXFOc1

პროექტების მიღება გაგრძელდება 13 ნოემბრის ჩათვლით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები