გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ხანძრის შედეგად 45 წლის
მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც
კაცი მარტო ცხოვრობდა.
მეზობლები ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად სიგარეტის ნამწვს
ასახელებენ.
მათივე თქმით, ქარმა ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი, რის
შედგად 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.