29 ივნისიდან 1-ელი ივლისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის
მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, -
აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.