პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს
კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებს არ აძლევდა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კაცი 27 ივნისს დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით საქმეზე გამოძიება გრძელდება, სასამართლოს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები