მარნეულში არასრულწლოვნებმა სამი საშაურმის გაქურდვა სცადეს
მარნეულში არასრულწლოვნებმა სამი საშაურმის გაქურდვა სცადეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე 2 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა. არსრულწლოვნები მარნეულში მდებარე სამ საშაურმეში, „ალგეთის შაურმა“, „ოთოს შაურმასა“ და „my shaurma”- ში შევიდნენ.

როგორც რადიო „მარნეულს“ „ოთოს შაურმაში“
გვითხრეს, წაღებულია თანხა და ოფისის მობილური ტელეფონი. „ალგეთის შაურმაში“ ჩატეხილია მინები, ხოლო, “my shaurma” –ში არასრულწლოვნებს გაქურდვის მცდელობისას მეპატრონემ მიუსწრო და პოლიციას გამოუძახა.

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები