ვის ეკუთვნის კლინიკა, რომელიც უკანონო საქმიანობისთვის 20 ათასი ლარით დაჯარიმდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში" უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს", ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, დაწესებულებას არ
გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი - გელა მუხაშავრიას კლინიკა დაარსდა 1983 წელს და 39 წლის მანძილზე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა მუხაშავრია. 2020 წლიდან კი ცენტრის დირექტორი და 100%-იანი წილის მეპატრონეა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია მუხაშავრია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები