ხაშურში მე-9 კლასელი გოგო გარდაცვლილი იპოვეს
ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელსაც 2 წლის წინ ვაშუქებდით. არასრულწლოვანი ჩვენებას
ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: mtavari.tv

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები