„ქალს ემუქრებოდა, გადაადგილებას უკონტროლებდა" — ადევნებაში პოლიციელი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალის ადევნებაში შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი უბნის ინსპექტორი ამხილა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელი „2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. გარდა ამისა,
ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას”.

სამსახურმა დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ გამოძიება ჩაატარა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კი პროკურატურამ ინსპექტორს ბრალი ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცველია მხილებული.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები