პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

მას ქურდობას ედავებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 54 წლის კაცმა მანქანიდან ჩანთა
მოიპარა, რომელშიც თანხა და საბუთები იყო.

დამნაშავე დაზარალებულმა ქალმა თვითმხილველებთან ერთად დააკავა და პოლიციას გადასცა. ქართველმა დანაშაული აღიარა.

მას 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები