რუსთავში კაცი დაჭრეს
რუსთავში კაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუთაველის ქუჩაზე 40 წლამდე კაცს მისმა ნაცნობმა, 50 წლამდე მამაკაცმა იარაღიდან გასროლით რამდენიმე ადგილზე ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი კაცი მალევე კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ბრალდებულის სახით 1 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს წარსულში გარკვეული უთანხმოება ჰქონდთ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები