ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა და
ამოტრიალდა. ავტომობილში ერთი ოჯახის
ექვსი წევრი იჯდა - ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი.
გარდა ამისა, ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები -
მათ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ.
წყარო: tabula.ge