დიღომში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს
თბილისში, დიდი დიღმის გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამჟამად, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მძღოლს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რა დროსაც ერთმა მამაკაცმა მეორე დანით დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძება სისხლის
სამართლის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს ფეხში მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები