ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მოკრივეს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

პროკურატურის ცნობით, არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებული გ.ყ-სთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და პატიმრობას მოითხოვენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული
იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა,“
- ამბობენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები