სამედიცინო კვლევაზე ავერსის კლინიკაში მიყვანილი 3 პატიმარი გაიქცა
თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. ისინი კლინიკაში შესამოწმებლად, სამედიცინო კვლევაზე –
კომპიუტერულ ტომოგრამაზე მიიყვანეს.

როგორც „პუბლიკას“ ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა უთხრა, კლინიკაში მიყვანილი პატიმრები ბადრაგებს გაექცათ.

„პუბლიკა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-სა და პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს. უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები