ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ხიდზე [video]
რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს "ფორდისა" და "კიას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად "კიას" მარკის ავტომობილში მჯდომი
ქალი და მამაკაცი დაშავდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები