რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტომობილის მართვისას კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა [video]
რუსთავი-გარდაბნის საავტომობილო გზაზე ავტომობილის მართვის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, "ჟიგულის" მარკის ავტომობილი მოულოდნელად
გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბორდიურზე ავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები