გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის,
,,ტვ მონიტორინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობა მოხდა. მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები