ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო
მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან
დაკავშირებით კი 1
პირია დაკავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16
წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.