კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს
სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან
3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამავე საქმე, შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი პატიმრის ძმა დააკავეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები