საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს წარუდგინა ბრალი მოქალაქეთა დიდი
ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
შსს-ს გამოძიების თანახმად, ბრლადებული ტურისტული სააგენტოს
გამოყენებით ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების
ორგანიზებას დაპირდა და დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, „28
მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას – 61 200 ლარს მოტყუებით
დაეუფლა“.
ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა: საქართველოს
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და
„ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, დიდი ოდენობით). ბრალდებულს ემუქრება ექვსიდან ცხრა
წლამდე პატიმრობა.
ამასთან ერთად, პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება სხვა
დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით.