მარნეულში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში კაცი დაჭრეს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ კაცს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორე დაჭრა.

დაახლოებით 35 წლის პირმა თანასოფლელ 30 წლის კაცს ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანა. რადიო „მარნეულს“ კლინიკაში განუცხადეს, რომ დაზარალებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში
რჩება. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა. ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფომაციით, დაჭრის ფაქტი შურისძიების მოტივით მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024