მარნეულში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ფინანსთა სამინისტრო და პროკურატურა შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარნეულის მასშტაბით სხვადასხვა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ამოწმებს. დღეს, 14 ნოემბერს, დილის საათებიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარნეულში მდებარე რამდენიმე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში და მათი მეპატრონეების სახლებში შევიდა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიდან ამოღებულია თანხა და ვიდეო კამერების ჩანაწერები. ამ ეტაპზე ობიექტები, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა დაკეტილია.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურასთან ერთად მიმდინარეობდა. 

რადიო „მარნეულს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით მიმდინარეობს, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს. 

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები