თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც
კლინიკაშია გადაყვანილი.
ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება
117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო
მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.