“ქართული ლეგიონის” განცხადებით, უკრაინაში, დონეცკის მიმართულებით
შეტევითი ოპერაციისას ლეგიონის ორი მებრძოლი,
რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ.
ინფორმაცია ლეგიონმა 16 ნოემბერს გაავრცელა.
ლეგიონისვე ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა
კი მძიმეა.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა
სამინისტროსთანაც ცდილობს.