ხობში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
სამეგრელოში, ხობის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს 3 ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი
ადამიანი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები