მედია: პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს
პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. მათი განცხადებით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს, რომელიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელ ბინაში მოხდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქირაობდნენ - ქალის ცხედარი მეზობლებმა
აღმოაჩინეს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბინაში შესვლის შემდეგ მათ ნიღბიანი კაცი დაინახეს, რომელიც ადგილიდან მიიმალა. მათი ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ქართულად ლაპარაკობდა.

წყარო: formulanews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები