ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა
ბათუმში, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ კი ეს მანქანები პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო
პოლიცია. თვითმხილველის ინფორმაციით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ერთი დაშავებული.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, სამი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები