მაგისტრალზე ავტომობილს საბურავი გაუფუჭდა და ავარიაში მოყვა
ზაჰესი-მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოძრავ ავტომობილს საბურავი გაუფუჭდა და ავარიაში მოყვა.

შემთხვევის დროს 2 ადამიანი
დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები