28 წლის ქართველი ქალი საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, სახელად ლანა კ., პოლიციამ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

მედიის ცნობით, 17 დეკემბერს ქართველი ცოლ-ქმრის მეზობელს 00:30 საათზე კარზე მცირეწლოვანმა ბავშვებმა დაუკაკუნეს, რომლებმაც უთხრეს, რომ მშობლებს შორის "დიდი ჩხუბი" იყო, რის შემდეგაც მეზობელმა ქალმა ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა. მეხანძრეებმა მისვლისთანავე იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი გაგუდვით იყო მოკლული. პოლიციამ მომხდარზე 28 წლის ქალი დააკავა, რომელიც საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 2022 წლის აგვისტოში ქმრის მხრიდან ლანა კ.-ს მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქმე იყო გახსნილი, თუმცა პროცედურა მას შემდეგ შეწყდა, რაც მსხვერპლმა ძალადობის შემთხვევა უარყო.

მედიის ცნობით, წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბავშვთა სოციალური დახმარების სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები