ბათუმში სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები