პოლიციამ 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27
დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში,
1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა
მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე
გარდაიცვალა.
ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე
დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.