პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს
პოლონეთში, გდანსკში 25 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 25 წლის ქართველმა, რომელიც ტაქსისტად მუშაობდა, მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოთხოვა. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ აგრესიული გახდა და მგზავრს დანით დაემუქრა.

ქართველი მამაკაცის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. პოლონური მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები