კაცი, რომელმაც 27 წლის ცოლი მოკლა კლინიკაშია. მას ჯეო ჰოსპიტალში
ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმის თქმით,
პაციენტი კონტაქტურია, მდგომარეობა – სტაბილური.
კაცისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. კლინიკაში არიან საბადრაგო
სამსახურის თანამშრომლებიც.
ექიმები არ გასცემენ პაციენტის დღეს გამოკითხვის რეკომენდაციას. კაცი
კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
გუშინ, 9
იანვარს თბილისში, ვარკეთილში, კაცმა ცოლი მოკლა. ქალი
მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანეს, სადაც
ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება 19 109-ე მუხლით აქვს შსს-ს დაწყებული, რაც ოჯახის წევრის
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.