კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვლა
ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

სავარაუდოდ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ვირუსული ინფექციის გართულება გახდა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, არასრულწლოვანი სამედიცინო
დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

"შემოყვანიდან 1 საათში დაფიქსირდა გარდაცვალება. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. უგონოდ შემოიყვანეს. რეანიმაციული ღონისძიებები სასწრაფოდ დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროცესში ბავშვს გული გაუჩერდა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები