ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ
პუნქტებში - „სარფსა" და „სადახლო-საავტომობილოში",
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა -
194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური
ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ
14 429,74 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 14 429,74
ლარის ოდენობით შეეფარდათ.