ახალციხეში მანქანა და სატვირთო შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაიღუპა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები