გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.
შემთხვევის შედეგად, 70 წლის ქალი დაიღუპა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.